
ქართული წარმოების სერიოზული წარმატება
31 საავიაციო ქარხანამ საეთაშორისო ხარისხის სერთიფიკატი მიიღო სერთიფიკატის მეშვეობით ქარხანა გაცილებით მეტ პარტნიორსა და მომხმარებელს მოიზიდავს. იგი უფლებამოსილი იქნება განახორციელოს სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის პროექტირება, წარმოება, მომსახურება, მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა. საწარმოს, როგორც კონტრაქტორს, უფლება ეძლევა მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში. გარდა ამისა, სერთიფიკატი ქარხანას უფლებას აძლევს პროექტირება გაუწიოს და დაამზადოს არასაავიაციო დანიშნულების სამოქალაქო პროდუქცია. ისო-9001 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ ორს – ტაშკენტის საავიაციო ქარხანასა და ურალის მეტალურგიულ ქარხანას გააჩნია. საკუთარი პროფილიდან გამომდინარე, თბილავიამშენი ძირითადად აწარმოებს სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ოთხი სახის მოდიფიკაციას. მათ შორის ყველაზე თანამედროვე სუ-25 “სკორპიონია”, რომლის მოდიფიკაცია ქარხანამ ისრაელის კომპანია ELBIთ შYშთEMშ -სთან ერთად ჩაატარა. ამ თვითმფრინავმა წელს მონაწილეობა მიიღო პარიზის ავიასალონში, სადაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. თბილავიამშენი სუ-25 ტიპის თვითმფრინავის საკონსტრუქტურო-დოკუმენტაციის სრული პაკეტის მფლობელია. ის არის ერთადერთი ქარხანა, რომელიც ამ ტიპის თვითმფრინავის ყველა დეტალს აწარმოებს და აწყობს მას. წელს თბილავიამშენმა აღადგინა თურქმენეთის 24 თვითმფრინავი, მომავალ წელს კი 22 თვითმფრინავის აღდგენას გეგმავს. სარემონტო სამუშაოების გარდა ქარხანა აწარმოებს თვითმფრინავების მოდერნიზაციას. ამ მხრივ, 2001 წელს მისი პარტნიორები იყვნენ ისრაელისა და კანადის საავიაციო ფირმები. თბილავიამშენი ისრაელის კომპანია EMIთ-თან ერთად გეგმავს უპილოტო საფრენი აპარატების, მათი მართვისა და კონტროლის სისტემის თბილისში დამზადებას. მიღწეულია შეთანხმება ასევე ამერიკულ ფირმა AშჩEND AIღ-თან ერთად ორ და ექვს ადგილიანი მთლიანად კომპოზიციური ტიპის თვითმფრინავების აწყობაზე. ამ ტიპის თვითმფრინავებზე რეგიონში ბაზრის სრული სიცარიელის გამო დიდი მოთხოვნილება იქნება. საწარმოში ასევე მზადდება “მიგ”-ის ტიპის თვითმფრინავები, ისევე როგორც მსუბუქი თვითმფრინავი “კელა”. უკანასკნელად ქარხანამ მის მიერ აწყობილი თვითმფრინავი 1998 წელს გაყიდა. საშულოდ, სუ-25 ტიპის თვითმფრიანვის ფასი 4 მილიონი დოლარია. შეკვეთის მიღების შემთხვევაში მას თვეში ათი თვითმფრინავის აწყობა თავისუფლად შეუძლია. თბილავიამშენის მთავარი ინჟინერი გოჩა გოგუაძე სიამაყით იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ქარხანა წელიწადში 140-ზე მეტ თვითმფრინავს აწარმოებდა. გარდა საავიაციო პროდუქციისა თბილავიამშენს სხვადასხვა სამოქალაქო პროდუქციის პროექტირებისა და გამოშვების გამოცდილება აქვს. მათ შორის არის გაზის გამათბობლები, მარცვლის ასაღები კომბაინები, სხვადასხვა სახის სახურავის ლითონის მასალები. ქარხანას შეუძლია დაამზადოს მინიჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც 5-დან 1250 კილოვატამდე სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ქარხანაში, რომელიც თითქმის 60 ჰექტარზეა გადაჭიმული, 2000 ადამიანი მუშაობს. პროდუქციის გამოსაშვებად საწარმოს გააჩნია მეტალურგიული, ინსტრუმენტული, მექანიკური, აგრეგატულ-სამწყობო წარმოება, აგრეთვე საფრენოსნო-საცდელი სადგური. საქართველოში თბილავიამშენი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქარხნებს შორის, რომელიც დატვირთულად მუშაობს და ქართულ პროდუქციას ქმნის. ხარისხის მაჩვენებელი სერთიფიკატი საწარმოს საშულებას მისცემს უფრო მეტი უცხოელი პარტნიორები მოიზიდოს. ახლო მომავალში 100 პროცენტით სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი თბილავიამშენის აქციონირება ჩატარდება, მოზიდული იქნება ინვესტორი, რაც უფრო მეტად გაზრდის ქარხნის პოტენციური კონტრაქტორების რაოდენობას და მის წარმოებას. სალომე ჯაში, “სივილ ჯორჯია”თბილავიამშენი, ანუ 31-ე საავიაციო ქარხანა, ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელმაც მაღალი ხარისხის მაჩვენებელი საერთაშორისო შეფასება მოიპოვა. გერმანულმა კომპანია “დიუფნორდმა” კონსულტაციებისა და ქარხანაში აუდიტის ჩატარების შემდეგ 9 ნოემბერს თბილავიამშენისთვის ისო-9001 ხარისხის მართვის სისტემის სერთიფიკატის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.