ახალი ამბები

ამერიკის სავაჭრო პალატა აცხადებს, რომ იგი ტერორის ქვეშაა

(თბილისი. 26 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა 22 ნოემბერს ამერიკული ნავთობკომპანია “გრეკოს” ოფისისთვის ყუმბარმტყორცნიდან სროლის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ეჭვმიტანილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ეჭვმიტანილი ვაკე-საბურთალოს რაიონის მოსამართლის შუამდგომლობით გაანთავისუფლებს.

როგორც სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, აღნიშნული აქტი პალატის წინააღმდეგ დაწყებული ტერორის ნაწილია.

ივნისში, დაუდგენელმა პირებმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი ბეშარა ანუ გაიტაცეს, რომელიც ორიოდე თვის განმავლობაში გამტაცებლების ხელში იმყოფებოდა. ამის შემდეგ პალატის ოფისს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც დაცვის ერთი წევრი დაიღუპა, ხოლო ოფისიდან 23 ათასი დოლარი გაიტაცეს.

Back to top button