ახალი ამბები

რუსი სამშვიდობობები თბილისს კვლავ ჩეჩენი მეომრების მფარველობაში ადანაშაულებენ

(თბილისი. 22 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დ.ს.თ.-ის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელი ნიკოლაი სიდორიჩევი აცხადებს, რომ ჩეჩენმა მეომრებმა დატოვეს აფხაზეთი და სვანეთში გადაინაცვლეს. ამის შესახებ მან დღეს ჭუბურხინჯში გამართულ ოთხმხრივი შეხვედრის დროს განაცხადა.

სიდორიჩევმა სამშვიდობო ძალების ერთ-ერთი პოსტზე, 17 ნოემბერს განხორციელებულ თავდასხმაში სწორედ სვანეთში თავშეფარებული ჩეჩნები დაადანაშაულა.

ოფიციალური თბილისი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ჩეჩენი მეომრები არ იმყოფებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

Back to top button