
საქართველოს ოთხი ახალი ძალოვანი მინისტრი ჰყავს
კენჭისყრის დროს პარლამენტის დარბაზში 210 დეპუტატი იმყოფებოდა. კენჭისყრაზე ასეთი დიდი რაოდენობით დასწრება პარლამენტს არც თუ ისე ხშირად ახსოვს. ინტერნეტ ჟურნალი “სივილ ჯორგია” გთავაზობთ საპარლამენტო კენჭისყრის ზუსტ შედეგებს. საქართველოს ოთხი ახალი ძალოვანი მინისტრი ჰყავს საქართველოს პარლამენტმა 21 ნოემბერს დაახლოებით 19:00 საათზე ოთხი ახალი ძალოვანი მინისტრი დაამტკიცა. პარლამენტმა ერთსულოვნად აირჩია თავდაცვის მინისტრის პოსტზე – დავით თევზაძე; სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პოსტზე – ვალერი ხაბურძანია; იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე – როლანდ გილიგაშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე – კობა ნარჩემაშვილი. პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრა შემდეგი შედეგებით დასრულდა: თავდაცვის მინისტრიე პოსტზე – დავით თევზაძე მომხრე – 200 სახელმეიფო უშიშროების მინისტრის პოსტზე – ვალერი ხაბურძანია მომხრე – 208 იუსტიციის მინისტრის პოსტზე – როლანდ გილიგაშვილი მომხრე – 204 შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე – კობა ნარჩემაშვილი მომხრე – 208 თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და იუსტიციის მინსტრი როლანდ გილიგაშვილი 21 ნოემბრის კენჭისყრის შედეგად ძველ თანამდებობებზე დაბრუნდნენ. რაც შეეხება ვალერი ხაბურძანიას, იგი მანამდე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამნტო მდევანის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო კობა ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის მოადგილე იყო. პარლამენტი მინისტრობის კანდიდატურების განხილვას კვლავაც აგრძელებს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ დანარჩენი კანდიდატურები ასეთი ერთსულოვნებით ან საერთოდ დაამტკიცონ შესაბამის თანამდებობებზე.საქართველოს პარლამენტმა 21 ნოემბერს დაახლოებით 19:00 საათზე ოთხი ახალი ძალოვანი მინისტრი დაამტკიცა. პარლამენტმა ერთსულოვნად აირჩია თავდაცვის მინისტრის პოსტზე – დავით თევზაძე; სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პოსტზე – ვალერი ხაბურძანია; იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე – როლანდ გილიგაშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე – კობა ნარჩემაშვილი.
წინააღმდეგი – 3
წინააღმდეგი – 1
წინააღმდეგი – 1
წინააღმდეგი – 1
კენჭისყრის დროს პარლამენტის დარბაზში 210 დეპუტატი იმყოფებოდა. კენჭისყრაზე ასეთი დიდი რაოდენობით დასწრება პარლამენტს არც თუ ისე ხშირად ახსოვს.