
ახალი ამბები
კობა ნარჩემაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პირობას დებს
(თბილისი. 21 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა კობა ნარჩემაშივლიმა პარლამენტის წინაშე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს, რათა სამინისტროს ფარგლებში რეფორმები განახორციელოს. ნარჩემაშვილის განცხადებით მინისტრად დამკიცების შემთხვევაში იგი აპირებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დანიშვნას, რომელიც უშუალოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება პასუხიმგებელი. რამოდენიმე წლის წინ, პარლამენტის წინაშე სამინისტრტოში რეფორმების გატარების პირობას ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძეც იძლეოდა.