ახალი ამბები

პარლამენტი კანდიდატურების განხილვას იწყებს

(თბილისი. 20 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დღეს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე მინისტობის კანდიდატურებს განიხილავს. თავდაპირველად ძალოვანი მინისტრების განხილვაა დაგეგმილი.

როგორც მოსალოდნელია პარლამენტი თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრობის კანდიდატურებს მხარს დაუჭერს. ჯერჯერობით გაურკვეველია შინაგან საქმეთა მინისტრობის კობა ნარჩემაშვილის საკითხი. არ არის გამორიცხული, რომ მან საჭირო 79 დეპუტატის ხმა ვერ მოაგროვოს და მისი კანდიდატურა ჩავარდეს. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button