
“სამხრეთ ოსეთის” თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტს ირჩევენ
“დილის გაზეთი” (ქართული პრესის მიმოხილვა. 19.11.01. “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის გოსდუმის დეპუტატმა, სამხრეთ ოსეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა ანატოლი ჩეხოევმა ერთ-ერთ რუსულ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა: “სამხრეთ ოსეთი” ხელს უშლის რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ქართული სახელმწიფოს განმტკიცებას – ის, რომ ქართული სახელმწიფო ვერ შედგა, ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ოსი ხალხის ბრძოლამ საკუთარი და რუსეთის ინტერესებისთვის”. “დილის გაზეთს” მიაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სრული ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა როლი ენიჭება “სამხრეთ ოსეთის” გაყინულ კონფლიქტს, რომელიც აფხაზეთისგან განსხვავებით, “ქართული და ოსური მხარეების შერიგების თვალსაზრისით, სამთავრობო დონეზე თითქმის არაფერი კეთდება”, აცხადებს დიდი ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ ვახტანგაშვილი. ის უარყოფითად აფასებს იმ ფაქტსაც, რომ საქართველოსა და “სამხრეთ ოსეთს” შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებს რუსეთი და ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა. გუშინ “სამხრეთ ოსეთის” თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა ედუარდ კოტიევმა, რომელსაც რუსეთის მხრიდან მხარდაჭერა აქვს. “კაცმა რომ თქვას, სხვა გზა არც არის… თუ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ვემხრობით, მაშინ საქმე სწორედ იმ ხელისუფლებასთან უნდა გვქონდეს, რომელიც პროცესებს რეალურად აკონტროლებს”, წერს გაზეთი. “დილის გაზეთი” “ქართულ-ოსური კონფლიქტის” ინსპირირებაში რუსეთს ადანაშაულებს და წერს, რომ მან საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა მისწრაფებები კონფლიქტის გასაღვივებლად კარგად გამოიყენა. “დღევანდელი მდგომარეობით, “სამხრეთ ოსეთში” ვითარება თითქოს უფრო სტაბილურია ვიდრე აფხაზეთში, მაგრამ შინაარსობრივად “სამხრეთ ოსეთის” მმართველ ელიტას საქართველოს მიმართ კიდევ უფრო შეურიგებლი პოზიცია აქვს, ვიდრე აფხაზეთის ხელისუფლებას… ეკონომიკური თვალსაზრისით კი, “სამხრეთ ოსეთი” გაცილებით უფრო დამანგრეველი ფაქტორია საქართველოსთვის, ვიდრე აფხაზეთი, ვინაიდან სწორედ ცხინვალის რეგიონის გავლით შემოდის ქვეყენაში კონტრაბანდა”, წერს გაზეთი.
თითქმის მივიწებას მიეცა.
ოფიციალური თბილისი “სამხრეთ ოსეთში” ჩატარებულ არჩევნებს საკმაოდ მშვიდად ხვდება, წერს “დილის გაზეთი” და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს ჩატარებულ არჩევნებს, თუმცა აცხადებს, რომ მშვიდად ითანამშროლებს “უკანონოდ არჩეულ” პრეზიდენტთან.