
ახალი ამბები
დღეს კანდიდატურებისადმი პარლამენტის დამოკიდებულება უნდა გახდეს ცნობილი
(თბილისი. 16 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დღეს დილით, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სპეციალურ პრესკონფერენციაზე მინისტრობის პოსტზე წარდგენილ კანდიდატთა მიმართა პარლამენტის დამოკიდებულებაზე ისუბრებს. 15 ნოემბერს, გვიან ღამით პრეზიდენტმა შევარდნაძემ პარლამენტს მინისტრთა კანდიდატების სია წარუდგინა, სადაც უმრავლესობა ძველი მინისტრები არიან. გუშინვე, ფრაქციათა უმრავლესობამ განაცხადა, რომ წარმოდგენილ კანდიდატურებს პარლამეტში დამტკიცებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებათ.