
შევარდნაძე მოლაპარაკებებს ითხოვს
“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”, “ალია” ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთის პრობლემების მოწესრიგების მიზეზით ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას აპირებს. “რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებები, რუსი სამშვიდობო ძალების უპრობლემოდ გაყვანასთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის იმედის საფუძველი გახდა”, წერს გაზეთი. შევარდნაძესაც იმედი აქვს, რომ მომზადდება ხელშეკრულება, რომელიც თანამედროვე ათვლის წერტილად გადაიქცევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. აფხაზეთში ინტენსიურად მიმდინარეობს ლოკალური შეტაკებები. ამის თაობაზე ქართულ-რუსული წყაროები კვლავაც ერთმანეთის საპირიპირო და მათთვის სასარგებლო ცნობებს ავრცელებენ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ერთი რამ ნათელია, “ჩეჩნები ქართველ პარტიზანებთან ერთად აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე არიან დაქსაქსულნი”, აღნიშნა აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა “დილის გაზეთთან” საუბრისას. “ალია” კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი ინფორმაციით, ამ ხეობის სოფლებში იარაღის ბუმია. მოსახლეობისგან შექმნილია სამთო მსროლელთა ბრიგადა “მონადირე”, რომელიც ხეობის სოფლების პატრულირებას ახდენს. “რეზონანსის” ინფორმაციით, აფხაზეთში არსებულ სიტუაციას კატასტროფულად აფასებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აფხაზეთის გაეროს სოხუმის ოფისი აფხაზეთიდან წასვლადს აპირებს. “მათი ყოფნით საქართველოსთვის კარგი არაფერი გაკეთებულა და არც გასვლაა მათი ტრაგედია”, აცხადებს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი. აფხაზეთში მომხდარ შეტაკებებზე არაფერს ამბობს “მებრძოლთა კავშირის” თავმჯდომარე რუზგენ გოგოხია. “მან პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პოზიციები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე მთავრობას უნდობლობას უცხადებდა, ახლა მისი იმედი აქვს”, აღნიშნავს “რეზონანსი”. “ამ ყველაფრის ფონზე გუშინ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების კვლავ განახლებაზე და ანრი ჯერგენიასთან შეხვედრაზე ლაპარაკობდა”. ანრი ჯერგენიას განცხადებით კი, მოლაპარაკებების განახლება შესაძლებელია მხოლოდ მას მერე, რაც “ბანდიტებს და ტერორისტებს გაანადგურებენ, ან აფხაზეთის საზღვრებს გადაღმა გადარეკავენ”, წერს “დილის გაზეთი”. მოამზადა სალომე ჯაშმა“აფხაზეთში რომ დესტაბილიზაციაა, ამაში შევარდნაძე, როგორც იქნა, დარწმუნდა. ის აფხაზეთის მოვლენებს გართულებს უწოდებს და მზად არის ქართველი პარტიზანების დასახმარებლად ყველაფერი გააკეთოს, თუმცა პარტიზანებს ჯერჯერობით ამგვარი არაფერი მიუღიათ”, ამბობს “რეზონანსი”. აშკარაა, მისი დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტისადმი კრიტიკულია.