
პრეზიდენტის ბრიფინგი. 15 ოქტომბერი, ორშაბათი, 2001
აფხაზეთი – პრეზიდენტის რიგგარეშე ბრიფინგის მიზეზი აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა პრეზიდნეტ შევარდნაძის 15 ოქტომბრის ბრიფინგის მთავარი თემა იყო. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ბრიფინგის ჩატარება არ ყოფილა დაგეგმილი. პრეზიდენტი ჟურნალისტებს ყოველ მეორე ორშაბათს ხვდება. ბოლო ბრიფინგი კი 8 ოქტომბერს ჩატარდა. ედუარდ შევარდნაძემ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გაუკეთა კომენტარი, რომელიც აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის მზადყოფნას შეეხებოდა. პრეზიდენტი შევარდნაძე მიესალმება პუტინის ამ განცხადებას, თუმცა აღნიშნავს, რომ მშვიდობისმყოფელთა გასვლის პროცესი ხანგრძლივი იქნება და მალე არ მოხდება. პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში უკრაინამ იკისროს მშვიდობისმყოფელთა ფუნქცია, თუმცა აქვე დასძინა, რომ ამის წინააღმდეგ აფხაზები არიან. მისი თქმით იმ შემთხვევაშიც თუ სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონიდან გავლენ, რუსეთი მაინც დარჩება დაპირისპირებულ მხარეებს შორის ძირითადი შუამავალი. “აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაზე იქნება დამოკიდებული რუსეთ-საქართველოს შორის ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა”, განაცხადა შევარდნაძემ. მან იმედი გამოთქვა რომ ასეთი ურთიერთობები აღდგება. ამის იმედს პრეზიდენტ პუტინის განცხადება აძლებს, რომელმაც თქვა, რომ აუცილებელია საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი ჩარჩო ხელშეკრულება დაიდოს. “მჯერა რომ პუტინი არ გაიმეორებს მისი წინამორბედის ბორის ელცინის შეცდომას და აფხაზეთთან მიმართებაში ნეგატიურ როლს არ შეასრულებს”, განცხადა შევარდნაძემ. “მე მზად ვარ მოლაპარაკებები ვაწარმოო იქნება ეს ჯერგენია (აფხაზეთის დე ფაქრო პრემიერ მინისტი) თუ სხვა. მზად ვარ სოხუმშიც ჩავიდე”, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ მან დაადასტურა, რომ ბრძოლები ქართულ-ჩეჩნურ დაჯგუფებებსა და აფხაზ მეომრებს შორის სოხუმსა და გულრიფშის მახლობლად მიმდინარეობს. შევარდნაძის თქმით ინფორმაცია საკმაოდ მწირია და ზუსტი ციფრი მხარეთა დანაკარგის შესახებ მას არ გააჩნია. პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ აფხაზეთში ჩეჩენ მეომრებთან ერთად პანკისელი ქისტებიც იბრძოდნენ. “საპარლამენტი უმრავლესობის ცნება უნდა შეიცვალოს” 15 ოქტომბრის ბრიფინგზე პრეზიდენტი შევარდნაძე პარლამენტში შექმნილ მდომარეობასაც შეეხო. მას იმედი აქვს, რომ უმრავლესობის დაშლის მიუხედავად პარლამენტში გამოჩნდებიან დეპუტატები, რომლებიც ყველა მის ინიციატივას მხარს დაუჭერენ და რომ ასეთები პარლამენტართა უმრავლესობა იქნება, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც. “საერთოდ მიმაჩნია, რომ უმრავლესობის ცნება უნდა შეიცვალოს. უმრავლესობა ის არის, ვინც პრეზიდეტის ყველა ინიციატივას მხარს უჭერს”, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
ედუარდ შევარდნაძემ აფხაზ ლიდერებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისაკენ მოუწოდა. თბილისი სოხუმს საქართველოს ფარგლებში ფართო ავტონომიას სთავაზობს. იმ შემთხვევეაში თუ სოხუმი ამას არ დათანხმადა მაშინ საქართველო იძულებული იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალა გამოიყენოს, თუმცა ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება, აცხადებს პრეზიდენტი შევარდნაძე.