ახალი ამბები

მთავრობის სხდომა. 10 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2001.

10 ოქტომბერის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგის მთავარი თემა 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ საკითხი იყო. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ის ძირითადი პარამეტრები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შემცირდეს. სულ ხარჯვითი ნაწილის შემცირება 164,000,000 ლარით იგეგმება.

26 ოქტომბერს დაგეგმილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (ს.ს.ფ.) დირექტორთა საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოსთვის მორიგი ტრანშის გადმორიცხვის საკითხი უნდა განიხილონ. ს.ს.ფ. საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირების მოთხოვნას უყენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ს.ს.ფ.-ის ტრანშის სახით 65 მილიონ ლარს ვერ მიიღებს.

ზურაბ ნოღაიდელმა 2001 წლის ბიუჯეტის ვერ შესრულებისა და ხარჯვითი ნაწილის შემცირების ორი ძირითადი მიზეზი დაასახელა:

  1. საერთაშორისო სავალუტო ფორნდის პარამეტრების არ შესრულება, ანუ ბიუჯეტში შემოსავლების არადამაკმაყოფილები მობილიზაცია.
  2. პრივატიზაციიდან თანხების მიუღებლობა. იგულისხმება “ელექტროკავშირისა” და “ტელეკომის” პრივატიზაციიდან ნავარუდევე 80 მილიონი ლარი.

ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებულმა ამ ორმა მიზეზა, როგორც ჩანს მთავრობის დანარჩენი წევრები არ დააკმაყოფილა. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ვანო ჩხარტიშვილმა ზურაბ ნოღაიდელს მოთხოვა დაესახელებინა ყველა ის პირი, რომელიც ბიუჯეტის შეუსრულებლობაში არიან პასუხისმგებელნი. თუმცა ფინანსთა მინისტრმა ამ შეკითხვა პასუხი არ გასცა და კვლავაც ზემოდ მოყვანილ ინ ორ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც ბიუჯეტის კორექტირება გახდა საჭირო.

პრეზიდენტმა კიდევ უფრო კატეგორიულად მოითხოვა გაერკვიათ თუ ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ყოველი წლის ბოლოს მთავრობის წინაშე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება დგება დღის წესრიგში. “ვინც ბიუჯეტს არ ასრულებს, ე.ი. არ ასრულებს კანონს, იმან თანამდებობა უნდა დატოვოს, ვინც არ უნდა იყოს ეს”, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

პრეზიდენტმა 13 ოქტომბერს ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა, რომელიც ბიუჯეტის შეუსრულებლობაში პასუხისმგებელი პირების გამოვლენას დაეთმობა.

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 164 მილიონი ლარით შემცირების დამტკიცების შესახებ საქართველს პარლამენტი მომავალ კვირას, 16 ოქტომბერს იმსჯელებს.

* * *

10 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი აქტუალური საკითხი უნდა განხილულიყო. დღის წესრიგში შეტანილი იყო ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მოხსენება კონტროლის პალატის მიერ ფინანსთა სამინისტროში ჩატარებული შემოწმების თაობაზე. მოსალოდნელი იყო, რომ ზურაბ ნოღაიდელი კონტროლის პალატის თავჯდომარის სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ მკვეთრი განცხადებებით გამოვიდოდა. თუმცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო.

როგორც ცნობილია, კონტროლის პალატის მიერ ფინანსთა სამინისტროში ჩატარებული შემოწმების შემდეგ პალატამ სამინისტროში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტროს თანხებს ინკასო დაედო. ამ ფაქტმა ფინანსთა მინისტრსა და კონტროლის პალატის ხელმძღვანელს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

Back to top button