skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი რუსებთან თანამშრომლობაზე მიდის

26 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ითანამშრომლოს რუსეთის ნებისმიერ უწყებასთან, რათა დაძლეულ იქნას ტერორიზმის პრობლემა. თუმცა პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა იგულისხმებოდა თუ არა ამ თანამშრომლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო ღონისძიებების გატარება. შევარდნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მოსკოვშჯი იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი, რომელიც კონსულტაციებს აწარმოებს თავის რუს კოლეგებთან.

პრეზიდენტმა საქართველოში არსებული ამჟამინდელ სიტუაცია რთულ ოპერატიული ვითარებად შეაფასა და საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების არსებობა აღიარა, თუმცა მან არ დააზუსტა კერძოდ რომელ ტერორისტებზეა საუბარი.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button