skip to content
ახალი ამბები

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლი, მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა.

უწყების განცხადებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო და „განხორციელდება შესაბამისი პროცედურები“.

მედიის ცნობით, მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტიდან იყო და ბოლო წლებში უკრაინაში ცხოვრობდა. იგი ბახმუტთან ბრძოლისას გუშინ, 31 მარტს დაიღუპა.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 29 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button