skip to content
ახალი ამბები

გენშტაბის ახალმა უფროსმა მოადგილეები წარადგინა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, რომელმაც წინამორბედისგან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძისგან შეიარაღებული ძალების დროშა ოფიციალურად 23 ნოემბერს გადაიბარა, სამი ახალი მოადგილე წარადგინა ხუთშაბათს.

გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა გახდა, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობს, 2007 წელს ეროვნულ გვარდიას ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მის საკურატორო სფეროებს შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება და განათლების სფერო იქნება.

გენშტაბის ახალი უფროსის მოადგილეები გახდნენ ასევე ზაზა ჩხაიძე, რომელიც ბოლოს გენერალურ შტაბში დაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და შალვა ჯაბახიძე, რომელსაც სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლის თანამდებობა ეკავა – მათ ამ თანადებობებზე გიორგი სურმავა და რომან ჯოხაძე შეცვალეს, რომლებიც აწ უკვე დაწინაურებულ ჩაჩიბაიასთან ერთად გენერალ კაპანაძის მოადგილეები იყვნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button