skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი დეკემბერში აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დეკემბრის ბოლოს აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება, იტყობინება ივანიშვილის პრესსამსახური.

ვიზიტის ფარგლებში, რომლის ზუსტი თარიღიც ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადესთან გამართავს შეხვედრებს.

აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრის ოფიციალური მიწვევა ბიძინა ივანიშვილს დღეს საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა გადასცა. 

ბაქოში სტუმრობა პრემიერ-მინისტრის რანგში მეორე საგარეო ვიზიტი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც  პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 11-14 ნოემბერს იმყოფებოდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button