
მომავალი წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული პასპორტები გაიცემა
2011 წლის 1 იავრიდან საქართველოს მოქალაქეებზე მაღალტექნოლოგიური ბიომეტრიული პასპორტები გაიცემა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოქალაქეებს, ვისაც ყდაზე ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტები აქვთ, 2011 წლის 1 იანვრამდე მისი გამოცვლა ახალი ბიომეტირული პასპორტით 100 ლარის ნაცვლად 65 ლარად შეეძლებათ, ხოლო ახალი წლიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარი ეღირება.
ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი იმოქმედებს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის საქართველოში დაბრუნებამდე, ან საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის ახალი პასპორტის აღებამდე.
გიორგი ვაშაძის განმარტებით, იმ მოქალაქეებს, ვისაც ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი აქვს ვიზით, ბიომეტრიული პასპორტის მიღების შემთხვევაში ძველი პასპორტიც შეუნარჩუნდება.
საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ძველი პასპორტით მხოლოდ საქართველოში შემოსვლას შეძლებენ, ხოლო უცხოეთში გამგზავრებისთვის ბორჯღალოს გამოსახულებიან პასპორტთან ერთად ახალი ბიომეტრიული პასპორტის წარდგენაც იქნება სავალდებულო.