ახალი ამბები

პარტიების დეპუტატობის კანდიდატების სიები დღეს გახდება ცნობილი

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ჯგუფები თავიანთ პარტიულ სიებს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს საღამოსთვის გაახმოვანებენ. სწორედ დღეს იწურება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადა.


ამასობაში, გაზეთმა ”რეზონანსმა” 21 აპრილს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნა. გაზეთის ცნობით, 800 შემთხვევით შერჩეულ თბილისელ რესპონდენტს ტელეფონით ჰკითხეს, თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფს მისცემდნენ ისინი ხმას ეღტი თვის თავზე, საპარლამენტო არჩევნებზე. გამოკითხვის შედეგად, რესპოდენტთა 32.3%-მა განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. 21.3%-მა განაცხადა, რომ ისინი მმართველ პარტიას მისცემენ ხმას; 17% – ოპოზიციურ კოალიციას; 6.1% – რესპუბლიკურ პარტიას; 4.6% – ლეიბორისტულ პარტიას; 4.3% – ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას; 8.8% – პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 1.1%-მა თქვა, რომ ისინი არჩევნებზე წასვლას არ აპირებენ.  


 

Back to top button