ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძის შესაძლო მაჟორიტარობა არ დასტურდება

პაატა ბურჭულაძე,  ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი არ აპირებს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, განაცხადა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” წარმომადგენელმა თეონა ჯორბენაძემ.


31 მარტს სხვადასხვა მედია-საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პაატა ბურჟულაძეს მმართველი პარტია საბურთალოს ოლქში წარადგენს მაჟორიტარ კანდიდატად.


”ჩვენთვის საერთოდ უცნობია საიდან გაჩნდა ეს თემა,”- განუცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს თეონა ჯორბენაძემ, ”ბატონ პაატასაც ვესაუბრე და მისთვისაც ეს იყო გასაკვირი ახალი ამბავი საქართველოდან”.


 

Back to top button