
ახალი ამბები
სააკაშვილი ბუქარესტში მიემგზავრება
პრეზიდენტი სააკაშვილი 1 აპრილს ბუქარესტში გაემგზავრება, სადაც ნატოს სამიტის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
დღეს საღამოს სააკაშვილი ბუქარესტის კონფერენციაზე, ხოლო 3 აპრილს ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სხდომაზე გამოვა სიტყვით.
პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ბუქარესტში მიემგზავრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე და დეპუტატები მმართველი პარტიიდან კოტე გაბაშვილი და ნიკა რურუა.