ახალი ამბები

საქართველო მზად არის სულ ცოტა 350 სამხედრო გააგზავნოს ავღანეთში

საქართველო სულ ცოტა 350 სამხედროს გაგზავნას გეგმავს ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში, განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ ”როიტერს” 31 მარტს.


მისი თქმით, საქართველო აპირებს 120 სამხედრო გააგზავნოს ფრანგული კონტინგენტის დასახმარებლად ქაბულში; 200 სამხედრო – ჰოლანდიელების დასახმარებლად სამხრეთულ პროვინცია ურუზგანში, ხოლო უფრო მცირე ნაწილები აშშ-ს ძალებთან ერთად განთავსდება.


გასული წლის მარტში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აპირებდა 100 სამხედროს გაგზავნას ავღანეთში, თუმცა ამ დრომდე ეს გეგმა არ შესრულებულა.

2004 წელს ავღანეთში საქართველოს მე-16 სამთო ბატალიონის 50 ჯარისკაცი და ოფიცერი იყო განთავსებული 100 დღის მანძილზე გერმანულ ძალებთან ერთად.  

Back to top button