ახალი ამბები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს არჩევნებს ეხმაურება

7 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს ”მშვიდობიანად და პასუხისმგებლობით იმუშავონ დემოკრატიული საქართველოსთვის”.


”ჩვენ ვეთანხმებით ევროკავშირს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომ ეს იყო პირველი ნამდვილად კონკურენტული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო ცუდი ამინდის მიუხედავად,” – ნათქვამია განცხადებაში, ”საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოავლინეს მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიონ დარღვევების შესახებ გაკეთებული ყველა განცხადება და იმუშავონ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რათა გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნებამდე აღმოფხვრან ის გამოწვევები და ხარვეზები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოავლინეს”.


აშშ-ს დეპარტამენტი გულისხმობდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებს, რომლის თანახმადაც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები თავისი არსით შეესაბამებოდა ეუთოს და ევროპის საბჭოს  სტანდარტებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების თაობაზე.  

Back to top button