
სააკაშვილი ქვეყნის მასშტაბით ლიდერობს, თუმცა თბილისში გაჩეჩილაძე უსწრებს
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში, თბილისში მას ცოტათი უსწრებს ოპოზიციური კანდიდატი ლევან გაჩეჩულაძე.
გაჩეჩილაძე მცირედით ლიდერობს თბილისის ათიდან რვა ოლქში. ხმების თითქმის მთლიანი რაოდენობის დათვლის შედეგად, თბილისის ოლქებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მთაწმინდა
გაჩეჩილაძე – 44.77%
სააკაშვილი – 29.28%
ვაკე
გაჩეჩილაძე – 47.8%
სააკაშვილი – 27.9%
საბურთალო
გაჩეჩილაძე – 46.56%
სააკაშვილი – 26.5%
კრწანისი
სააკაშვილი – 49.4%
გაჩეჩილაძე – 27.4%
ისანი
გაჩეჩილაძე – 34.6%
სააკაშვილი – 33.5%
სამგორი
სააკაშვილი – 37%
გაჩეჩილაძე – 32.6%
ჩუღურეთი
გაჩეჩილაძე – 43.8%
სააკაშვილი – 28.5%
დიდუბე
გაჩეჩილაძე – 44.8%
სააკაშვილი – 28.6%
გლდანი
გაჩეჩილაძე – 35.56%
სააკაშვილი – 33.6%
ნაძალადევი
გაჩეჩილაძე – 35.56%
სააკაშვილი – 33.63%
ამასობაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა გუშინდელი განცხადება და აღნიშნა, რომ სააკაშვილი სავარაუდოდ ხმების 52.8%-ს მიიღებს და მეორე ტურის ჩატარება საჭირო არ გახდება.