
იუსტიციის მინისტრი ხმის მიცემის ფარულობაზე საუბრობს
იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ხმის მიცემის ფარულობა სრულადაა გარანტირებული და ეს უფლება კონფიდენციალური იქნება.
ტყეშელაშვილმა ეს კომენტარი იმ განცხადებების საპასუხოდ გააკეთა, რომ სახელმწიფო მოხელეები მათი ხელმძღვანელებისაგნ ზეწოლას განიციდიან, რათა მიხეილ სააკაშვილს მისცენ ხმა. ტყეშელაშვილი სამართლიანი არჩევნების სამთვარობო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
”ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამომრჩევლის არჩევანი აბსოლუტურად კონფიდენციალურია. ნებისმიერი შიში, რომ ამომრჩევლის არჩევანი შეიძლება მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, სრულიად უსაფუძვლოა, რადგანაც კანონი და ყველა საარჩევნო პროცედურა უზრუნველყოფს მყარ გარანტიებს, რომ თქვენი არჩევანი დარჩება კონფიდენციალური და არავის, თქვენს გარდა, არ ეცოდინება ვის მიეცით ხმა. იყავით თავისუფალი თქვენ არჩევანში,” – განაცხადა ტყეშელაშვილმა, ”თუ თქვენ გაგაჩნიათ ინფორმაცია, რომ ვინმე თქვენზე ან სხვაზე ზეწოლას ახდენს, მათ შორის ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომ ხმა მისცეთ ამა თუ იმ კანდიდატს, გვაცნობეთ ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით”.