
ახალი ამბები
პატრიარქი არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 30 დეკემბერს საკვირაო ქადაგების დროს მოქალაქეებს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისაკენ მოუწოდა.
”მე არ გეტყვით იმას, ვინ აირჩიოთ… თქვენ უნდა განსაჯოთ ვინ არის, ვინ იქნება სასარგებლო და ვინ მოუტანს სიკეთეს ჩვენს ხალხს დ ჩვენს სამშობლოს. თქვენ უნდა იარჩიოთ ის და აუცილებლად ყველანი უნდა მივიდეთ ასარჩევად,”- განაცხადა პატრიარქმა.
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად 5 იანვარს ასევე ჩატარდება პლებისციტი ორ საკითხზე – საპარლამენტო არჩევნების თარიღსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.