skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოები ქართული “სპეცსამსახურების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების“  გამო,  25 ნოემბერს დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ინაუგურაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების გაძლიერებულ რეჟიმზე გადადიან, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 21 ნოემბერს.


ცხინვალში ანალოგიური განცხადებები კეთდებოდა 12 ნოემბრის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების წინაც, თუმცა არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.


“25 ნოემბერს უამრავ სტუმარს ველოდებით და მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით რესპუბლიკის [ადმინისტრაციულ] საზღვარზე მკაცრი საპასპორტო–სავიზო რეჟიმის შემოღება იგეგმება“, – ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


23 ნოემბერს ასევე იგეგმება ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაციის ცერემონია, რომელიც სოფელ ერედვში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button