ბათუმში საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა იმართება
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს ბათუმში ჩავა, სადაც საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომას დაესწრება.
პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დღესვე ზურაბ ნოღაიდელი ბათუმში თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან არტურ რასი-ზადესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.
მოგვიანებით გაიხსნება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა,სადაც გაიმართება ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია.
17 აგვისტოს ბათუმში ასევე გაიხსნება საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი, რომელსაც ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები და დელეგაციის წევრები დაეწრებიან.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნეს-ფორუმზე ძირითადად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანმაშრომლობის, ინვესტირების და ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრებენ. ქართველ და აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს შორის გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)