skip to content
ახალი ამბები

ბათუმში საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა იმართება

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს ბათუმში ჩავა, სადაც საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომას დაესწრება.


პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დღესვე  ზურაბ ნოღაიდელი ბათუმში თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან არტურ რასი-ზადესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.


მოგვიანებით გაიხსნება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა,სადაც გაიმართება ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია.


17 აგვისტოს ბათუმში ასევე გაიხსნება საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი, რომელსაც ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები და დელეგაციის წევრები დაეწრებიან.


ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნეს-ფორუმზე ძირითადად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანმაშრომლობის, ინვესტირების და ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრებენ. ქართველ და აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს შორის გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button