ახალი ამბები

ბეჟუაშვილი რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლებაზე საუბრობს

საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ მიიღო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) შტაბ–ბინიდან შეტყობინება, სადაც ვმო სამართლიანად აფასებს ქართული მხარის გადაწყვეტილებას რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების თაობაზე.


“დაადასტურეს ის, რომ სამართლებრივადაც და შინაარსობრივადაც საქართველოს ჰქონდა ყველა უფლება და გააჩნია აბსოლუტურად სამართლებრივი და შინაარსობრივი საფუძველი იმისათვის, რომ განაახლოს მოლაპარაკებები რუსეთის მხარესთან – ჩვენ ორ ქვეყანას შორის ცივილური, ტრანსპარენტული, გახსნილი სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.

Back to top button