skip to content
ახალი ამბები

ტონი ბლერი: პუტინმა საქართველოს საკითხი დააყენა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა 17 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი რვიანიდან თავის რამდენიმე კოლეგასთან საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხი დააყენა, თუმცა დეტალური განხილვა “დიდი რვიანის მაგიდის გარშემო“ არ შემდგარა.


“პრეზიდენტმა პუტინმა უბრალოდ ახსნა სიტუაცია და ურთიერთობაში არსებული სირთულეები იმ კონკრეტულ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში და მის გარშემო მოქმედებენ . ვერ ვიტყოდი, რომ ეს იყო დეტალური განხილვა დიდი რვიანის მაგიდის გარშემო, მაგრამ ვიცი, რომ ეს ის საკითხია, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა წამოწია არა მხოლოდ პრეზიდენტ ბუშთან, არამედ სხვებთანაც და გარკვეული დისკუსიაც გაიმართა, თუ როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი სტაბილურობა ამ რეგიონში. მაგრამ ეს საკითხები უფრო ფართო კონტექსტში იყო განხილული, ვიდრე სხვადასხვა ჯგუფებთან მიმართებაში, რომელთა საქმიანობაც იქ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ტონი ბლერმა სანკტ-პეტერბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button