skip to content
ახალი ამბები

სომხეთი რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას ითხოვს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა 11 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სომხეთისთვის, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტი-არმენია“ .


რუსეთმა ზემო ლარსის საგუშაგო 8 ივლისს სარემონტო სამუშაოების მოტივით დაკეტა. თუმცა, ქართულმა მხარემ დაგმო ეს გადაწყვეტილება და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რაც მიზნად ისახავს მგზავრების და ტვირთის ნაკადის როკის გვირაბისკენ გადამისამართებას.


პრესკონფერენციაზე საუბრისას ვარდან ოსკანიანმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ გამოიჩინა კეთილი ნება და დააკმაყოფილა სომხური მხარის თხოვნა შემოეშვა 17 სომხური მანქანა ცხინვალის რეგიონის გავლით.


“თუმცა, ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგანაც ქართულმა მხარემ ნათლად განაცხადა, რომ ეს იყო გამონაკლისი, რაც მიუღებელი იქნება [მომავალში]“, – განაცხადა ოსკანიანმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button