
ახალი ამბები
ხაინდრავა ეუთოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა დღეს საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს როი რივს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
დღესვე როი რივი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიორგი მანჯგალაძეს შეხვდა, სადაც განიხილეს 14 ივნისის ბრიუსელის დონორთა კონფერენციისა და 22-23 ივნისს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარელ დე გუხტის საქართველოში ვიზიტის შედეგები, იტყობინება საგარეო უწყება.
ბრიუსელის კონფერენციაზე ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის მიზნით დონორებმა 10 მლნ ევროზე მეტი თანხა გამოყვეს.