ახალი ამბები

სასაზღვრო უწყება: ქართულ მხარეს რუსეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია

დღეს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა უარყო 22 ივნისს რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს დეპარტამენტის კუთვნილმა ვერტმფრენმა დაარღვია რუსეთის საჰაერო სივრცე და ეს „გაუგებრობით“ ახსნა.


კერძოდ, საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, რომელიც რუს კოლეგებთან შესახვედრად ჩრდილოეთ ოსეთში კუთვნილი ვერტმფრენით 22 ივნისს გაემგზავრა, რუსეთის თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენლებმა საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ნახევარი საათით დააკავეს.


“ქართულ მხარეს რუსეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. ვერტმფრენის დაკავება გამოიწვია გაუგებრობამ“, რადგან რუსეთის თავდაცვის უწყება არ იყო ინფორმირებული ქართველი და რუსი სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელთა მოადგილეების დონეზე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.


“გაუგებრობა მალევე აღმოიფხვრა“, – აცხადებს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, რის შემდეგაც შედგა დელეგაციის რუს კოლეგებთან შეხვედრა.

მხარეებმა ასევე მოინახულეს რუსეთის მხრიდან რუსეთ–საქართველოს სასაზღვრო საგუშაგოები, მათ შორის ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებადი “როკის“ საგუშაგოც.


 

Back to top button