
ახალი ამბები
ქართველი და რუსი მესაზღვრეები “როკის” საგუშაგოს მოინახულებენ
დღეს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ გიზელში შედგება საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურების დელეგაციების შეხვედრა, რომელთაც ორივე მხრიდან უწყების ხელმძღვანელთა მოადგილეები უხელმძღვანელებენ.
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, მხარეები რუსეთის მხრიდან საქართველო-რუსეთის საზღვარს, კერძოდ, “როკის”, “ძინაგის”, “ბულუნგუს”, “ელბრუსის”, “თერსკოლისა” და “ზემო ბალყარეთის” სასაზღვრო საგუშაგოებზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
შეხვედრაზე ასევე შავი ზღვის აკვატორიაში სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებიც შეჯამდება.