skip to content
ახალი ამბები

ხელისუფლება უცხოელ დიპლომატებს თვითმმართველობის რეფორმას აცნობს

20 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს.


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, ასევე დეპუტატები გიგა ბოკერია, პავლე კუბლაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


დეპუტატებმა დიპლომატებს ის საკითხები გააცნეს, რომლებიც უკავშირდება შემოდგომისათვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების პროცესებს. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button