skip to content
ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისს სტუმრობს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, რომელიც თბილისს 14 ივნისს ეწვია, დღეს ოფიციალური შეხვედრებს იწყებს საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობის მიზნით.  დელეგაციას დიდი ბრიტანეთიდან უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ კუკი ხელმძღვანელობს.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაცია შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს, შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მამუკა კუდავას, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბადრი ბიწაძეს, ასევე გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრებს გიორგი პაპუაშვილს და ნიკა გიალურს.


დაგეგმილია ასევე დელეგაციის შეხვდერა ნატოს მეკავშირე ოფიცერთან კავკასიაში რომუალდს რაზუკსთან, ასევე ნატოს წევრის ქვეყნების ელჩებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.


დელეგაცია თბილისს 16 ივნისს დატოვებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button