
ახალი ამბები
რუსეთის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩი დაიბარეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს საქართველოს ელჩი რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილი დაიბარეს და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ქართული მხარის ქმედებების შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადება გააცნეს.
ამის შესახებ “რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა განუცხადა.
30 მაისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ “პროვოკაციული“ და “დესტაბილიზაციისაკენ გამიზნული“ უწოდა 27 მაისს ქართველი სამართალდამცავების მიერ ცხინვალის რეგიონში 40–ზე მეტი ადამიანის დაკავების ინციდენტს და განაცხადა, რომ “მსგავსი ექსცესების [რომელიც შეიძლებოდა სისხლისღვრით დასრულებულიყო] შედეგებზე მთლიანი პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს ეკისრება“.