ახალი ამბები

პარლამენტარები რუსი კოლეგის სოხუმში გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა „უპატივცემულობად“ შეაფასეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ ოზეროვის თბილისთან შეუთანხმებელი ვიზიტი სოხუმში.


აფხაზური საინფორმაციო წყაროების ცნობით, ოზეროვმა, რომელმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა, განაცხადა, რომ საქართველოს შესაძლო გამოსვლა დსთ–დან არ ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია აფხაზეთმაც უნდა დატოვოს.


“ეს უკვე პირდაპირი განცხადებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ოზეროვი არ ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას და ამაზე რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება რეაქცია, მაგრამ თუ ნორმალურ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, სახელმწიფო სათათბირომ უნდა გააკეთოს ამაზე განცხადება“, – განაცხადა 22 მაისს ნინო ბურჯანაძემ.

Back to top button