ახალი ამბები

ბეჟუაშვილი სტრასბურგში ლავროვს შეხვდა

18-19 მაისს სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 116-ე სხდომის პარალელურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბეჟუაშვილი ასევე შეხვდა სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც განიხილეს 2006 წლის 22-23 მაისს კიევში დაგეგმილი სუამ-ის სამიტის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები.


გელა ბეჟუაშვილმა მოლაპარაკებები გამართა ასევე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან თომას ჰამარბერგთან, რომელიც ივლისში საქართველოს გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ეწვევა.


გელა ბეჟუაშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ძირითადი განსახილველი საკითხები იყო ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის კონსოლიდაცია და ევროსაბჭოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა. 
 
სტრასბურგის სხდომაზე მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთი გახდა, რომელმაც რუმინეთი შეცვალა.  

Back to top button