ახალი ამბები

ნოღაიდელი ლონდონს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 20-26 მაისს ლონდონს ეწვევა, სადაც ბრიტანეთის ოფიციალურ პირებთან და ბიზნესმენებთან გამართავს შეხვედრებს, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.


ნოღაიდელი სიტყვით გამოვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონფერენციაზე და ასევე დაესწრება ქართული ღვინის გამოფენას ლონდონში.


ეს უკვე ნოღაიდელის მეორე ვიზიტია ლონდონში ბოლო ერთი თვის მანძილზე. მაისის დასაწყისში ლონდონში მან მონაწილეობა მიიღო ბიზნეს– ფორუმში Invest in Georgia.


ლონდონში ვიზიტამდე ზურაბ ნოღაიდელი გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც  გერმანიის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გამართა მოლაპარაკებები.


 

Back to top button