
ახალი ამბები
პარლამენტში აფხაზეთის სამშვიდობო გეგმა შევიდა
პარლამენტში შევიდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა, რომლის განხილვასაც საპარლამენტო კომიტეტები დღეიდან დაიწყებენ.
სამშვიდობო გეგმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის ირაკლი ალასანიას აპარატმა მოამზადა.
ჯერ–ჯერობით უცნობია სამშვიდობო გეგმის დეტალები, თუმცა ოფიციალური ცნობით, იგი იდენტურია იმ საგზაო რუკისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით შეიმუშავა.