
ახალი ამბები
გავრცელებული ინფორმაციით, კოკოითი და ბაღაფში სოხუმში ხვდებიან
სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები – ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში 28 მარტს სოხუმში გამართავენ შეხვედრას, იტყობინება “ინტერფაქსი“.
ამავე ინფორმაციის თანახმად, სეპარატისტი ლიდერები სავარაუდოდ თანამშრომლობის და კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.