ახალი ამბები

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ბალტიისპირეთი-შავი ზღვის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოვა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ვილნიუსში გაემგზავრება, სადაც 4 მაისს ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონების ლიდერების სამიტზე გამოვა სიტყვით, იტყობინება თეთრი სახლი.


“პრეზიდენტმა ბუშმა სთხოვა ვიცე-პრეზიდენტ ჩეინის შეუერთდეს ევროპელ ლიდერებს სამიტზე, რათა ხაზი გაუსვას რეგიონის დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელობას და ხელი შეუწყოს პრეზიდენტის გეგმების განხორციელებას თავისუფლების სფეროში. სამიტს ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი უმასპინძლებს, სადაც რეგიონალური საკითხების ფართო სპექტრი იქნება განხილული. გარდა სიტყვით გამოსვლისა, ვიცე-პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს რეგიონის ლიდერებთან“, – იტყობინება თეთრი სახლი 19 აპრილს. 

Back to top button