ახალი ამბები

მიტროფანოვი ქართველ პოლიტიკოსებს ბოდიშს უხდის

რუსეთის სათათბიროს ფრაქცია ლიბერალ–დემოკრატების წარმომადგენელი, დეპუტატი ალექსეი მიტროფანოვი “პოლიტიკურ შეცდომას“ უწოდებს მისი ხელმძღვანელობით გადაღებულ ფილმს, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს პაროდიაა გაკეთებული.


“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო პოლიტიკური შეცდომა. ამის შესახებ ჟირინოვსკიც ლაპარაკობდა შარშან პარტიის ყრილობაზე. მაგრამ, მე მეჩვენებოდა, რომ მაშინ ზედმეტი იყო რაღაც ფილმის განხილვა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღევანდელი სიტუაციის შეფასებით, რადგანაც ფილმმა სხვაგვარი რეზონანსი გამოიწვია, ვიდრე მე ველოდი, ბოდიშს ვუხდი წამყვან ქართველ პოლიტიკოსებს“, – განუცხადა მიტროფანოვმა ქართველ ჟურნალისტებს 12 აპრილს მოსკოვში.

Back to top button