
ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი: მე არ გადავდგები
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 აპრილს განაცხადა, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მოთხოვნისა, ის გადადგომას არ აპირებს.
მერაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი კანონმდებლების მემორანდუმზე, რომელშიც მინისტრის გადადგომას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებით იმუქრებიან.
„მე ვაპირებ გავაგრძელო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ოპოზიციას კი უფლება აქვს თავისი მოთხოვნები წამოაყენოს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.