
ახალი ამბები
გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის საკითხს განიხილავს
გაეროს უშიშროების საბჭო 31 მარტს დაგეგმილ სხდომაზე აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებულ ვითარებას განიხილავს, იტყობინება გაეროს უშიშროების საბჭოს პრეს-სამსახური.
უშიშროების საბჭო განიხილავს გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მოხსენებას , რომელშიც იგი საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის ექვსი თვით, 2006 წლის 30 სექტემბრამდე გაგრძელებას მოითხოვს.