
რამიშვილს 4–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებელს შალვა რამიშვილს ოთხი წლით, ხოლო დავით კოხრეიძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურა ორივე განსასჯელისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
სასამრთლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილება გამოთქვეს დაკავებულთა ადვოკატებმა და განცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
განაჩენის გამოცხადების პარალელურად სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ ოპოზიციური პარტიების და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
პარტია “კონსერვატორების“ ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, “ეს გადაწყვეტილება არ მიუღია სასამართლოს, ეს გადაწყვეტილება მიიღო უმაღლესმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ“.
შალვა რამიშვილი 27 აგვისტოს დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს დავით კოხრეიძეც.