ახალი ამბები

საქართველო მიესალმება უკრაინაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება უკრაინაში  26 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და მას “თავისუფალსა და სამართლიანს“ უწოდებს.


“ეს არჩევნები ევროპაში ახალი და ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას ადასტურებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 28 მარტის განცხადებაში.


წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის პარტია “რეგიონები“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს ბლოკი, რომელსაც მესამე ადგილზე პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს დასაყრდენი პარტია “ნაშა უკრაინა“ მოსდევს.


“ჩვენ გვწამს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა დააფასებს უკრაინაში დემოკრატიის მაღალ ხარისხს, რომელიც მკვეთრ კონტრასტს ქმნის ნარინჯისფერი რევოლუციის გამომწვევ მოვლენებთან და გააძლიერებს ძალისხმევას ევროპაში უკრაინის ინტეგრაციის მიმართულებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

Back to top button