
ახალი ამბები
მინსკში დაკავებულ ქართველ ჟურნალისტებს პატიმრობა მიუსაჯეს
მინსკის სასამართლომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს – ჟურანლისტ ნინო გიორგობიანს ხუთი დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ოპერატორს, გიორგი ლაღიძეს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბელარუსიის მილიციამ ქართველი ჟურნალისტები 24 მარტს მინსკში მაშინ დააკავა, როცა ისინი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებისგან ინტერვიუებს იღებდნენ.