
ახალი ამბები
საგარეო უწყება ქართველი ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებას გამოხატავს 24 მარტს მინსკში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების ნინო გიორგობიანისა და გიორგი ლაღიძის დაკავების გამო და კატეგორიულად მოითხოვს ინციდენტის დროულად ამოწურვას და ქართველი ჟურნალისტების უპირობოდ გათავისუფლებას.
ჟურნალისტები მინსკში ბელარუსის მილიციამ 24 მარტს დააკავა.
“ქართული მასმედიის წარმომადგენლების ყოველგვარი ბრალდებისა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დაკავების ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი დემოკრატიულ განვითარებასა და ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვაზე“, – ნათქვმია საგარეო უწყების მიერ 24 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.