
ახალი ამბები
ბელარუსმა დაკავებული სამი ქართველის დეპორტაცია განახორციელა
ბელარუსის ხელისუფლებამ მინსკში დაკავებული სამი ქართველის – დეკანოზ ბასილ კობახიძის, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლის მალხაზ სონღულაშვილის და რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრის დირექტორის ლადო გოგიაშვილის უკრაინაში დეპორტაცია 21 მარტს განახორციელა.
სამი ქართველი ბელარუსის უშიშროებამ 20 მარტს მაშინ აიყვანა, როცა ისინი მინსკის ცენტრში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში იღებდნენ მონაწილეობას.
თბილისმა სამი ქართველის დაკავება უკვე დაგმო და მას ბელარუსის ხელისუფლების “ანტიქართული გამოვლინება“ უწოდა.